დედაქალაქში 300 ლურჯ მიკროავტობუსს სავარაუდოდ, “ჰიუნდაი ავტო საქართველო” შემოიყვანს

დედაქალაქში 300 ლურჯ მიკროავტობუსს სავარაუდოდ, “ჰიუნდაი ავტო საქართველო” შემოიყვანს. სწორედ ის არის ერთადერთი კომპანია, რომელმაც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში განაცხადი წარადგინა. შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბის მი­ხედ­ვით შეს­ყიდ­ვის თან­ხა 30 მლნ ლა­რია.

ბოლო ტენ­დე­რის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ­სე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბით ბი­უ­ჯე­ტი­დან 497 000 ლარი და­ი­ზო­გა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე 29-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი პირ­ვე­ლი ტენ­დე­რი 2020 წლის აპ­რილ­ში გა­მო­ცხად­და. თუმ­ცა მა­ლე­ვე შე­წყდა. მა­შინ მი­ზე­ზად ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა და­სა­ხელ­და.

ხე­ლახ­ლა ტენ­დე­რი 22 ივ­ნისს გა­მო­ცხად­და, თუმ­ცა ეს შეს­ყიდ­ვაც სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ამ მა­ლე­ვე შე­ა­ჩე­რა. რო­გორც მა­შინ სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის სის­ტე­მა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი, შე­წყვე­ტის მი­ზე­ზი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ტექ­ნი­კუ­რი მო­თხოვ­ნე­ბის კო­რექ­ტი­რე­ბა გახ­და, რაც "კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნას" ემ­სა­ხუ­რე­ბა. მე­სა­მე ტენ­დე­რი კი 15 ივ­ლისს გა­მო­ა­ცხა­და. წი­ნა­და­დე­ბე­ბის მი­ღე­ბა კი 17 აგ­ვის­ტოს დას­რულ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პირ­ვე­ლი ტენ­დე­რის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ამ­ჯე­რად შეს­ყიდ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა გაზ­რდი­ლი იყო. თავ­და­პირ­ვე­ლად, მე­რია 300 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის შე­ძე­ნა­ზე 29,819 მლნ ლა­რის და­ხარ­ჯვას გეგ­მავ­და, ბოლო ტენ­დე­რის მი­ხედ­ვით კი შეს­ყიდ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 30,497 მლნ ლარი იყო. პრე­ტენ­დენ­ტმა კომ­პა­ნი­ამ თბი­ლი­სის სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ას 30 მლნ ლარი შეს­თა­ვა­ზა. რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნია და შე­მო­იყ­ვანს თუ არა „ჰი­უნ­დაი ავტო სა­ქარ­თვე­ლო“ ახალ ლურჯ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებს თბი­ლი­სის­თვის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, მას შემ­დეგ, რაც სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია კომ­პა­ნი­ის მიერ წარ­დგე­ნილ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას შე­ის­წავ­ლის.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­თხოვ­ნებს, რო­გორც სა­ტენ­დერო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ: მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი უნდა იყოს 2020 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი, ფერი - ლურ­ჯი "მე­ტა­ლი­კი", გათ­ვლი­ლი უნდა იყოს 17 მგზავრზე; ამას­თან, მიკ­რო­ავ­ტო­ბუსს გვერ­დი­თა მარ­ჯვე­ნა მხრი­დან უნდა ჰქონ­დეს მგზავ­რის ასას­ვლე­ლი გა­სას­რი­ა­ლე­ბე­ლი კარი, ავ­ტო­ბუ­სის ჭერი და გვერ­დი­თა კედ­ლე­ბი კი უნდა იყოს თბო-იზო­ლი­რე­ბუ­ლი. სა­ტენ­დერო მო­თხოვ­ნებს თუ გა­ვით­ვლის­წი­ნებთ და კომ­პა­ნია "ჰი­უნ­დაი სა­ქარ­თვე­ლოს" გა­ნა­ცხადს, შეგ­ვიძ­ლია დარ­წმუ­ნე­ბით ვთქვათ, რომ ამ კომ­პა­ნი­ის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დე­და­ქა­ლაქს ასე­თი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ეს არის მო­დე­ლი Hyundai H350 - მან 2017 წელს წლის ავ­ტო­მო­ბი­ლის და­ჯილ­დო­ვე­ბის პრეს­ტი­ჟულ ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე "წლის მი­ნი­ბა­სის" კა­ტე­გო­რი­ა­ში აიღო ჯილ­დო. ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე უფრო იაფი ღირს ვიდ­რე მისი უშუ­ა­ლო კონ­კუ­რენ­ტე­ბი Volkswagen Crafter და Mercedes-Benz Sprinter. სამ­ხრეთ-კო­რე­უ­ლი კომ­პა­ნია მას რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში აწარ­მო­ებს, მათ შო­რის ფი­ლი­პი­ნებ­ზე, ვი­ეტ­ნამ­სა და თურ­ქეთ­ში.