5 პროდუქტი, რომელსაც თურქეთში ვყიდით და ვყიდულობთ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6,030 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.6 პროცენტით ნაკლებია.

2020 წლის იანვარ-ივლისში ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (843.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (702.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (627.6 მლნ. აშშ დოლარი).

საანგარიშო პერიოდში თურქეთში პროდუქციის იმპორტი კი 16%-ით, ხოლო ექსპორტი 15.1%-ით შემცირდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში:

საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ტრიკოტაჟის ნაწარმი - 23 183 900 დოლარი
  • ფეროშენადნობები - 20 047 000 დოლარი
  • თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები - 9 354 300 დოლარი
  • ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების ფქვილი და გრანულები - 9 080 600 დოლარი
  • კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა - 8 951 200 დოლარი

თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 28 241 800 დოლარი
  • შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 23 659 900 დოლარი
  • მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 18 394 700 დოლარი
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 17 987 300 დოლარი
  • სანიტარულ-ჰიგიენური საფენები და ტამპონები, ბავშვის სახვევები და ამოსაფენები და ანალოგიური ნაწარმი - 12 774 700 დოლარი

ლიკა ამირაშვილი