თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, ადგილობრივი ტურიზმის ხარჯზე რეგიონისა და ზღვისპირეთის სასტუმროებში აგვისტოში დატვირთულობა გაზრდილია.
კორონავირუსის შემდგომ პერიოდში გაკეთებული ჯავშნების მიხედვით, მსხვილ სასტუმროებში ყველაზე მეტი, 32%-იანი დატვირთვა კახეთში შეინიშნება. ამასთან, მოცემულ პერიოდში თბილისის სასტუმროებში დატვირთვამ 6%, ზღვისპირეთში 15%, ხოლო სხვა დანარჩენ რეგიონებში 22% (ქუთაისის, ბორჯომის და ყაზბეგის ჩათვლით) შეადგინა.
უნდა აღინიშნოს, რომ მსხვილი სასტუმროების საშუალო დღიური ფასები აგვისტოში მეტწილად 30-50%-ით შემცირდა.
ნოდარ სირბილაძე