როგორი იქნება სპორტკომპლექსი რუსთავში, რომლის მშენებლობაზე 19,5 მლნ ლარი დაიხარჯება (+ფოტო)

რუსთავში თანამედრო სპორტული კომპლექსი აშენდება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 19,5 მლნ ლარია/ პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. ტენდერში განცხადებების მიღება 28 სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბერს დასრულდება.

სამუშაოები მოიცავს ორსართულიანი სპორტული კომპლექსის მშენებლობას, ტერიტორიის კეთილმოწყობას; განათებას, პარკინგს, წყალმომარაგება-კანალიზაციის, ელექტრო, გაგრილება-ვენტილაციის სამუშაოებს.

პროექტი „საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა თანაბარი რეგიონული განვითარებისთვის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.