საქართველოში გლოვის დღეა

საქართველოში გლოვის დღეა.

25 აგვისტო გლოვის დღედ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი გუშინ მოაწერა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა, მათ შორის, სახელმწიფო დროშა დაეშვა მთავრობის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობებზე.

შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3-ის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა.