როგორ გამოიყურება ვიტრაჟული სახლი თბილისში, რომელიც 5 მლნ ლარამდე ღირს (+ფოტო)

თბილისში, კერძოდ, დიღომში იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 4 736 000 ლარს (1 541 000 აშშ დოლარი) შეადგენს.

როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის საერთო ფართობი 650 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 1800 კვ.მ. ამასთან, სახლს აქვს 8 ოთახი, აქედან 6 საძინებელი.

განცხადების მიხედვით, 3 სართულიან, ახალაშენებულ, გარემონტებულ სახლს აქვს თანამედროვე ინტერიერი, 3 ბუხარი, აუზი, სიგნალიზაცია და ავტოფარეხი 2 ავტომობილზე.

სახლი აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და ავეჯით.

ნინი ქეთელაური