Wizz air-ი რეისებს ამცირებს

კომპანია Wizz air-ი იძულებულია, უნგრეთიდან რეისების რაოდენობა შეამციროს, რადგან მთავრობა, ახალი კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ქვეყანაში უცხოელების შესვლის დროებით აკრძალვას აპირებს. რეისების მკვეთრი შემცირება 7 სექტემბრიდან იგეგმება.

უნგრეთის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ 1-ლი სექტემბრიდან ქვეყანაში უცხოელთა შესვლა აკრძალოს. უცხოეთიდან დაბრუნებულ უნგრელებს კი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამით ეპიდემიის გავრცელებას შემცირებას შეძლებს.

Wizz air-ის განცხადებაში ნათქვამია, 7-დან 30 სექტემბრამდე პერიოდში, კვირაში მხოლოდ 32 რეისს შეასრულებს. შედარებისთვის, 1-დან 6 სექტემბრამდე პერიოდში სულ 126 რეისის შესრულებაა დაგეგმილი.

კვირას უნგრეთში კორონვირუსით ინფიცირების 292 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან, რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. სულ კი უნგრეთში კორონავირუსის ინფექციის 5 961 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 614 ფატალურად დასრულდა.

დაბალფასიან რეისებზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც მთელ ევროპაში ოპერირებს, ერთ-ერთია იმ კომპანიათაგან, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისის შემდგომ, რეისების სწრაფად აღდგენა დაიწყეს. მაგრამ კომპანიამ წინა კვირაში გამოაცხადა, რომ რეისების აღდგენის პროცესი, ვირუსის გავრცელების მეორე ტალღის გამო, შეფერხდებოდა. ამის მიზეზად, ევროპაში შეზღუდვების გამკაცრება დასახელდა. მალე კი ამ გამკაცრების პროცესს უნგრეთიც შეუერთდება.