ანაკლიის პორტის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ მიმართული კამპანიის დეტალები ცნობილია - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" განცხადება

"მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შეც­ვა­ლა, რა­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი სარ­გე­ბე­ლი და­ა­კარ­გი­ნა.

"ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­მა" (ADC) დღეს გა­ა­ზი­ა­რა და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კამ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხრი­დან მი­მარ­თუ­ლი იყო ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის პრო­ექ­ტის გა­სა­ჩე­რებ­ლად - ახ­დენ­და რა პო­ტენ­ცი­უ­რი ინ­ვეს­ტო­რე­ბის, დამ­ფი­ნან­სებ­ლე­ბის, კონ­ტრაქ­ტო­რე­ბი­სა და მომ­წო­დებ­ლე­ბის დე­მო­ტი­ვი­რე­ბას.

კონ­სორ­ცი­უ­მის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს სა­ხე­ლით შემ­დე­გი გან­ცხა­დე­ბა ვრცელ­დე­ბა:

ასე­თი მას­შტა­ბის ყვე­ლა ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექტს სჭირ­დე­ბა მთავ­რო­ბის მხარ­და­ჭე­რა; კერ­ძოდ, ინ­ვეს­ტო­რე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა, მხარ­და­ჭე­რა ნე­ბარ­თვე­ბი­სა და სა­ვალ­დე­ბუ­ლო თან­ხმო­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო რე­ჟი­მი და სხვა; ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში კი, ასე­ვე - მი­წის გა­მო­ყო­ფა და გზი­თა და რკი­ნიგ­ზით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კა­ში იშ­ვი­ა­თია შემ­თხვე­ვა, რომ მთავ­რო­ბამ ოპო­ნი­რე­ბა გა­უ­წი­ოს მის მი­ერ­ვე დამ­ტკი­ცე­ბულ პრო­ექტს.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კამ­პა­ნი­ამ, რომ­ლი­თაც კონ­სორ­ცი­უმს ხელი შე­უ­შა­ლა ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას და მის როლს რე­გი­ონ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის კონ­კრე­ტულ ქმე­დე­ბებს თუ გა­დავ­ხე­დავთ, ეს არის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და კარ­გად ორ­კესტრი­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნია პრო­ექ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც თავ­და­პირ­ვე­ლად მთავ­რო­ბა თვი­თონ უჭერ­და მხარს, თუმ­ცა შემ­დეგ მისი გა­ნად­გუ­რე­ბა გა­და­წყვი­ტა - მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­სა და მისი ლი­დე­რე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გავ­ლე­ნით.

მთავ­რო­ბამ სხვა­დას­ხვა არ­გუ­მენ­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა პრო­ექ­ტში ჩარ­თუ­ლი სხვა­დას­ხვა ინ­ვეს­ტო­რის, დამ­ფი­ნან­სებ­ლი­სა თუ პარტნი­ო­რის მი­მართ, თუმ­ცა, მისი მი­ზა­ნი იყო ერთი: და­ეფრ­თხო ყვე­ლა, ვი­საც შე­იძ­ლე­ბო­და ჰქო­ნო­და ინ­ტე­რე­სი პრო­ექტთან მი­მარ­თე­ბა­ში და ამით და­ეს­ვა წერ­ტი­ლი პრო­ექ­ტის­თვის.

ეს მხო­ლოდ დამ­თხვე­ვაა, რომ მი­ნის­ტრე­ბი (და მათ შო­რის ორი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრიც), რომ­ლებ­მაც გა­აჟ­ღე­რეს თა­ვი­ან­თი მხარ­და­ჭე­რა პრო­ექ­ტის მი­მართ ან გა­მოთ­ქვეს წუ­ხი­ლი პრო­ექ­ტის ირ­გვლივ წარ­მო­შო­ბილ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებ­ზე, მა­ლე­ვე გა­დად­გნენ ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბი­დან?

მთავ­რო­ბის ქმე­დე­ბე­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნი გა­ცი­ლე­ბით დი­დია, ვიდ­რე ანაკ­ლი­ის პორ­ტი­სა და მას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზო­ნის და­ნა­კარ­გე­ბი. მთავ­რო­ბის ქმე­დე­ბე­ბი აფრ­თხობს უცხო­ელ ინ­ვეს­ტო­რებს - მა­შინ, როცა სა­ქარ­თვე­ლოს ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბა უცხო­უ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, 2019 წელს უცხო­უ­რი პირ­და­პი­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ცუ­ლო­ბა 2017 წელს არ­სე­ბუ­ლი, თით­ქმის 2 მი­ლი­არ­დი­დან, 1.3 მი­ლი­არ­დამ­დე შემ­ცირ­და ; 2020 წლის პირ­ველ კვარ­ტალ­ში კი მხო­ლოდ 171.8 მი­ლი­ონს შე­ად­გენ­და[1]. ეს არის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ვარ­დნა, თა­ნაც კო­ვიდ-19-ით გა­მოწ­ვე­ულ კრი­ზი­სამ­დე. რო­გორც ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, აშშ-ის გა­დამ­დგარ­მა გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტმა ბენ ჰო­ჯეს­მა გა­ნა­ცხა­და, „მთავ­რო­ბამ მხო­ლოდ თა­ვი­სი თავი უნდა და­ა­და­ნა­შა­უ­ლოს“[2].

ზო­გი­ერ­თი მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ ცდი­ლობ­და მთავ­რო­ბა კონ­სორ­ცი­უ­მი­სა და ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის მოხ­რჩო­ბას:

2017 წლის ნო­ემ­ბე­რი

  • ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ლი­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა კონ­სორ­ცი­უმ­თან შეხ­ვედ­რა ითხო­ვა ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის გან­სა­ხილ­ვე­ლად და გა­ნა­ცხა­და, რომ ფო­თის პორ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბით იგი­ვე მიზ­ნის მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბო­და გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯით.

2018 წლის ივ­ნი­სი

  • ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის 12 ივ­ნი­სის კრე­ბა­ზე, რო­მელ­საც პარ­ტი­ის 100-ზე მეტი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პირი ეს­წრე­ბო­და, პარ­ტი­ის ლი­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პი­რა­დად და­ა­და­ნა­შა­უ­ლა პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი ანაკ­ლი­ის პორ­ტის მხარ­დამ­ჭერ მოქ­მე­დე­ბებ­ში და ახლო კავ­შირ­ში კონ­სორ­ცი­უ­მის ინ­ვეს­ტორ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს­თან. ბა­ტო­ნი კვი­რი­კაშ­ვი­ლი ამ შეხ­ვედ­რი­დან მე­ო­რე დღეს თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა.

2018 წლის ოქ­ტომ­ბე­რი

  • 2019 წლის თე­ბერ­ვალ­ში კონ­სორ­ცი­უ­მის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 2018 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში აშშ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­ღა­ლი რან­გის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე თბი­ლის­ში, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ (მა­შინ­დელ­მა შსს მი­ნის­ტრმა) აშშ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს უთხრა, რომ ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტი არ იყო სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებ­ში.

2019 წლის იან­ვა­რი

  • SSA Marine-მა, რო­მე­ლიც ანაკ­ლი­ის პორ­ტის ოპე­რა­ტო­რად იყო შერ­ჩე­უ­ლი და ასე­ვე პრო­ექ­ტის პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტორს წარ­მო­ად­გენ­და, კონ­სორ­ცი­უმს აც­ნო­ბა იმ საფრ­თხის შე­სა­ხებ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ ფო­თის პორ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბას უჭერ­და მხარს (2013-2014 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დაკ­ვე­თით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ფოთი ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ჭი­რო ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის კრი­ტე­რი­უ­მებს, ამი­ტო­მაც მა­შინ თვი­თონ­ვე აირ­ჩია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ ანაკ­ლია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მთავ­რო­ბამ მიდ­გო­მა შეც­ვა­ლა და მისი მხრი­დან ფო­თის გა­ფარ­თო­ე­ბის თა­ო­ბა­ზე გა­მო­ხა­ტუ­ლი მხარ­და­ჭე­რა გახ­და მკა­ფიო სიგ­ნა­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო წრე­ე­ბის­თვის, რომ მთავ­რო­ბა არ უჭერ­და მხარს ანაკ­ლი­ას).

2019 წლის თე­ბერ­ვა­ლი

  • ევ­რო­პის ერთ-ერ­თმა სუ­ვე­რე­ნულ­მა ბან­კმა (development bank) კონ­სორ­ცი­უმს აც­ნო­ბა თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ ვე­ღარ და­ა­ფი­ნან­სებ­და პრო­ექტს - მთავ­რო­ბის ნე­გა­ტი­უ­რი ქმე­დე­ბე­ბი­სა და ფო­თის­კენ გა­დახ­რი­ლი მხარ­და­ჭე­რის გამო.

2019 წლის თე­ბერ­ვა­ლი

  • ევ­რო­პის მე­ო­რე სუ­ვე­რე­ნულ­მა ბან­კმაც გა­ნუ­ცხა­და ADC-ს, რომ მისი პარტნი­ო­რი ინ­სტი­ტუ­ტის მსგავ­სად, ისიც უარს ამ­ბობს პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე - ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მი­ზე­ზით, ვი­ნა­ი­დან სა­ხელ­მწი­ფომ აშ­კა­რად შეც­ვა­ლა მისი მხარ­და­ჭე­რა ანაკ­ლი­ი­დან ფო­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

2019 წლის მარ­ტი

  • ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა, პარ­ლა­მენ­ტში მი­ნის­ტრის მოს­მე­ნა­ზე, ძირი გა­მო­უ­თხა­რა SSA Marine-ს, რო­გორც პო­ტენ­ცი­ურ ინ­ვეს­ტორ­სა და პორ­ტის ოპე­რა­ტორს, რო­დე­საც გა­ნა­ცხა­და, რომ კომ­პა­ნი­ას არ გა­აჩ­ნდა გა­მოც­დი­ლე­ბა და ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ეს მტკი­ცე­ბე­ბი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, მი­ნის­ტრმა ასე­ვე და­არ­ღვია სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი.

2019 წლის აპ­რი­ლი

  • SSA Marine-მა შე­ა­ტყო­ბი­ნა ADC-ის, რომ ის აჩე­რებ­და აქ­ტი­ვო­ბებს ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით.

2019 წლის აპ­რი­ლი

  • ბა­ტონ­მა გი­ორ­გი ქო­ბუ­ლი­ამ, ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა, გა­ნა­ცხა­და “Forbes Week”-ში, რომ ანაკ­ლი­ის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი სა­ჯა­რო და მე­დია გან­ცხა­დე­ბე­ბი ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას იქო­ნი­ებ­და ბიზ­ნეს გა­რე­მო­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დგომ ის რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­დად­გა.

2019 წლის მა­ი­სი

  • ამე­რი­კულ­მა დიდ­მა კერ­ძო სა­ინ­ვეს­ტი­ციო კომ­პა­ნი­ამ, რო­მე­ლიც მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დას­კვნით ეტაპ­ზე იყო ADC-სთან, რათა მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო პრო­ექ­ტში, გა­ნუ­ცხა­და ADC-ის, რომ მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა კომ­პა­ნია გა­აფრ­თხი­ლეს, რომ ისი­ნი გან­ზე გამ­დგა­რიყ­ვნენ პრო­ექ­ტი­დან.

2019 წლის ივ­ნი­სი

  • პრე­მი­ერ მი­ნის­ტრი მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე, აშშ-ში სა­ვაჭ­რო ვი­ზი­ტის დროს, ვა­შინგტონ­ში ცალ-ცალ­კე შეხ­ვდა SSA Marine-ის, აშშ-ის კერ­ძო სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფირ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, რო­მე­ლიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო პრო­ექ­ტში ინ­ვეს­ტი­ცი­ით, და აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვანს მაიკ პომ­პე­ოს. პრე­მი­ერ მი­ნის­ტრთან გვერ­დით მდგომ­მა სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა პომ­პე­ომ, გა­მო­ხა­ტა მხარ­და­ჭე­რა ანაკ­ლი­ის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით და გა­ნა­ცხა­და რომ „ეს გა­აძ­ლი­ე­რებს სა­ქარ­თვე­ლოს კავ­ში­რებს თა­ვი­სუ­ფალ ეკო­ნო­მი­კას­თან და არ მის­ცემს სა­ქარ­თვე­ლოს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მო­ექ­ცეს რუ­სე­თის ან ჩი­ნე­თის ეკო­ნო­მი­კუ­რი გავ­ლე­ნის ქვეშ“. სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე, ბა­ტონ­მა ბახ­ტა­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა, რა­მაც პრო­ექ­ტი კვლავ ჩა­ა­ყე­ნა გა­ურ­კვე­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში.

2019 წლის სექ­ტემ­ბე­რი

  • თბი­ლის­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე, ჰონგ კონ­გში და­ფუძ­ნე­ბულ უმ­სხვი­ლეს კერ­ძო სა­ინ­ვეს­ტი­ციო ჯგუფს, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სატ­რან­სპორ­ტო სი­ნერ­გია, და რო­მე­ლიც გა­ნი­ხი­ლავ­და პრო­ექ­ტში შე­მოს­ვლას, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა ცქი­ტიშ­ვილ­მა მკვა­ხედ უთხრა, რომ მთავ­რო­ბას არ სურ­და მათი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრო­ექ­ტში. ამა­ვე შეხ­ვედ­რა­ზე ქალ­ბა­ტონ­მა ცქი­ტიშ­ვილ­მა კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა მთავ­რო­ბის აშ­კა­რა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა SSA Marine-ის პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

2019 წლის სექ­ტემ­ბე­რი

  • გი­ორ­გი ვოლ­სკიმ, პარ­ლა­მენ­ტის ვიცე სპი­კერ­მა, იც­რუა რო­დე­საც თქვა რომ ჰონგ კონ­გში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კერ­ძო სა­ინ­ვეს­ტი­ციო ჯგუ­ფი არის „რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია“, რაც მიზ­ნად ისა­ხავ­და, და­ემ­ცი­რე­ბი­ნა ეს კომ­პა­ნია ან გა­მო­ეწ­ვია შემ­დგო­მი დაბ­ნე­უ­ლო­ბა მთავ­რო­ბის პო­ზი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­ექ­ტის მი­მართ.

2019 წლის სექ­ტემ­ბე­რი

  • ADC-ის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევრთან შეხ­ვედ­რი­სას პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ „სა­კი­თხე­ბი უნდა და­ცხრეს“, მა­ნამ სა­ნამ ის შეძ­ლებს და­არ­წმუ­ნოს დიდი პო­ტენ­ცი­უ­რი ამე­რი­კუ­ლი ინ­ვეს­ტო­რი, რომ სა­ხელ­მწი­ფო მხარს უჭერს ანაკ­ლი­ის პრო­ექტს, რაც საბ­ჭოს წევ­რის მიერ აღ­ქმულ იქნა, რომ ეს იყო პი­რო­ბა, რომ ADC-ისა და ბა­ტონ ხა­ზა­რა­ძეს შე­ე­წყვი­ტა მთავ­რო­ბის სა­ჯა­როდ კრი­ტი­კა, ხოლო მთავ­რო­ბა ADC-ის კრი­ტი­კას შე­წყვეტ­და.ასე­ვე, იგი სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს და­პირ­და, რომ მთავ­რო­ბა მის­ცემ­და მას ამე­რი­კუ­ლი ინ­ვეს­ტო­რის­თვის „მხარ­და­ჭე­რის წე­რილს“, რაც არას­დროს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ADC და­თან­ხმდა მთავ­რო­ბის მო­თხოვ­ნას.

2019 წლის სექ­ტემ­ბე­რი

  • აშშ-ის დე­ლე­გა­ცია (რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და მა­კ­კე­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის მიერ დას­პონ­სო­რე­ბულ მე-5 ყო­ველ­წლი­ურ თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე) შეხ­ვდა პრე­მი­ერ მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს. დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­მა ბა­ტონ ხა­ზა­რა­ძეს უთხრეს, რომ პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა გა­ხა­რი­ამ მათ უთხრა, რომ ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტი არ იყო კო­მერ­ცი­უ­ლად მომ­გე­ბი­ა­ნი, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე არ არის.

2019 წლის ოქ­ტომ­ბე­რი

  • ფადი ას­ლიმ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტის თავ­ჯდო­მა­რემ სა­ქარ­თვე­ლო­ში, გა­ნა­ცხა­და მე­დი­ა­ში, რომ „არა­ვინ­გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ინ­ვეს­ტი­რე­ბას ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტში, ვი­ნა­ი­დან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სურს მისი გა­ნად­გუ­რე­ბა“.

ზე­მოთ თქმუ­ლი არის მხო­ლოდ ნა­წი­ლი იმ შემ­თხვე­ვე­ბი­სა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა აქ­ტი­უ­რად უთხრი­და ძირს პრო­ექტს და ADC-ის მიერ პრო­ექ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას. ADC ყვე­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას წა­რად­გენს სა­არ­ბიტ­რა­ჟო და­ვა­ში, რათა და­ა­დას­ტუ­როს რა ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა მთავ­რო­ბამ აღ­ნიშ­ნუ­ლის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად.

შემ­დგო­მი დე­ტა­ლე­ბი ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის და ADC-ის შე­სა­ხებ შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ: http://anakliadevelopment.com.

[1] https://www.geostat.ge/en/modules/categories/191/foreign-direct-investments

[2] https://thehill.com/opinion/international/513432-the-curtain-could-fall-on-belarus-but-georgia-may-take-its-place

(R)