გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურიდან იუწყებიან, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხე-ტყის გადამამუშავებელი ლენტური ტიპის სახერხი საამქროები გამოავლინეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ტომაშეთსა და ფურტიოში. მოქალაქეებს სახერხი საამქროები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.
ვინაიდან ორივე სამართალდარღვევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.