Jacobs-ი გლობალურ მედიაპარტნიორს ეძებს

ბრენდების - Jacobs, Tassimo, Moccona, Carte Noire, L’OR და Pickwick მმართველი კომპანია Jacobs Douwe Egberts გლობალურ მედიატენდერს აცხადებს. ტენდერზე გაგზავნილია ანგარიში, რომელსაც ამ დროისთვის მართავს Havas Media და Carat. პირველი მათგანი Jacobs Douwe Egberts-ს 2014 წლიდან ემსახურება უმეტეს ბაზრებზე, ხოლო Carat-მა ბიუჯეტი 2017 წელს მოიპოვა ბრიტანულ ნაწილზე. წერს გამოცემა Campaign-ი.

გამოცემის წყაროს ცნობით, კომპანია ეძებს „ერთიან“ პარტნიორს. ექსპერტები ამ გიგანტის სარეკლამო დანახარჯებს წლიურად 300 მილიონ დოლარად აფასებს. კომპანიამ ჯერ კიდევ ივლისში დაიწყო კრეატიული სააგენტოს ძიება.

გასული წლის ბოლოს Jacobs Douwe Egberts-მა გამოაცხადა Peet’s Coffee-სთან გაერთიანებაზე და IPO-ს (აქციების პირველადი განთავსება) მომზადებაზე. შედეგად JDE Peet’s უნდა გამხდარიყო ლიდერი ყავის FMCG-ის გემენტში და ლიდერ პოზიციებზე უნდა გასულიყო მსოფლიოს 20 უმსხვილეს ბაზარზე. გაერთიანებული სტრუქტურა წარმოდგენილი იქნებოდა 140 ქვეყანაში, ხოლო მისი შემოსავლები 7 მილიარდ ევრომდე გაიზრდებოდა.

Jacobs Douwe Egberts-ის მფლობელია კომპანიები JAB Consumer Fund და JAB Holding Company, რომლებსაც ასევე ეკუთვნით კომპანიები Keurig Dr Pepper, Krispy Kreme Doughnuts და წილი კომპანიაში Coty Inc.

კოკა კვირკველია