სახელმიწფოს მიერ შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემული თანხა 9,9 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, 2020 წლის იანვარ-მარტში სახელმწიფო უწყებებმა შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასზე 59.2 მლნ ლარი დახარჯეს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 49.3 მლნ ლარი.
უწყებებს შორის, ყველაზე მეტი თანხა განათლების, ჯანდაცვის და თავდაცვის სამინისტროებმა გასცეს.
რაც შეეხება უწყებების მიერ შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასებზე გაცემულ კონკრეტულ თანხებს, ასე გამოიყურება:
- პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 2.2 მლნ ლარი
- პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 248,042 ლარი
- მთავრობის ადმინისტრაცია - 710,447 ლარი
- თავდაცვის სამინისტრო - 7 მლნ ლარი
- შინაგან საქმეთა სამინისტრო - 4.4 მლნ ლარი
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 16.8 მლნ ლარი
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 1.9 მლნ ლარი
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 1.2 მლნ ლარი
- საგარეო საქმეთა სამინისტრო - 528,948 ლარი
- ფინანსთა სამინისტრო - 456,533 ლარი
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 13.1 მლნ ლარი
- იუსტიციის სამინისტრო - 1.8 მლნ ლარი
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 467,138 ლარი
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 67,770 ლარი