NASA ვენერაზე ახალი მისიის განხორციელებისთვის 500 მლნ დოლარს გამოყოფს

NASA ვენერაზე სიცოცხლის აღმოჩენისათვის ახალი მისიის დაწყებას გეგმავს.

ორი პროექტი - DAVINCI+ და VERITAS-ი უკვე მოხვდნენ სიაში, რომლებმაც შესაძლოა, 500-მილიონიანი გრანტი მიიღონ. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ რომელი პროექტი შეისწავლის ვენერაზე სიცოცხლის ნიშნებს, 2021 წლის აპრილისთვის გახდება ცნობილი. როგორც Reuters-ი წერს, გამორიცხული არაა, რომ დაფინანსება ორივე პროექტმა მიიღოს.

პლანეტა ვენერაზე სიცოცხლის ნიშნების არსებობის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პლანეტაზე ღრუბ­ლებ­ში, ას­ტრო­ნო­მებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს აირი, სა­ხე­ლად ფოს­ფი­ნი, რომ­ლის მო­ლე­კუ­ლაც ფოს­ფო­რის ერთი და წყალ­ბა­დის სამი ატო­მის­გან შედ­გე­ბა. აღ­მო­ჩე­ნა, შე­საძ­ლოა, პლა­ნე­ტა­ზე ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის არ­სე­ბო­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­დეს. ამის შე­სა­ხებ BBC წერს.