თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 640 000 ერთჯერად ხალათს, ხელთათმანს და ქუდს ყიდულობს

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 280 000 ერთჯერად ხალათს ყიდულობს. შესყიდვასთან დაკავშირებით სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მოხდება ასევე 300 000 წყვილი ერთჯერადი ხელთათმანისა და 60 000 ერთჯერადი ქუდის შესყიდვაც. ჯამში, სააგენტო 640 000 ერთჯერად ხალათს, ხელთათმანს და ქუდს იყიდის.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1,815 მლნ ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება კი 18 სექტემბერს სრულდება.