აზერბაიჯანი თურქეთში გაზის ექსპორტს გაზრდის

აზერბაიჯანი აპირებს დამატებითი ზომების მიღებას თურქეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ადგილობრივ ტელეკომპანიებთან სადემონსტრაციო ღონისძიებაზე განაცხადა. გუშინ აზერბაიჯანმა დაიწყო კასპიის შელფზე ბუნებრივი აირის საბადო „აფშერონის“ დამუშავება.

„თურქეთში გაზის მიწოდება ტრანსანატოლიური გაზსადენიდან ყოველწლიურად მატულობს. თუ ერთი წლის წინ აზერბაიჯანი მეოთხე-მეხუთე ადგილზე იყო თურქეთისთვის გაზის მიწოდებაში, ამჟამად ჩვენ პირველ ადგილზე ვართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და თურქეთისთვისაც. ახლა თურქეთს გაზს აწვდის ძმობილი სახელმწიფო და ჩვენ მივიღებთ დამატებთ ზომებს ამ მოცულობის გასაზრდელად“, - განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, ეს მოხდება მას შემდეგ, რაც ქვეყანა დაიწყებს „აფშერონის“ საბადოს დამუშავების მეორე ფაზას, რომლის მარაგები შეფასებულია 350-360 მილიარდ კუბურ მეტრად და 100 მილიონ ტონა კონდენსატად.

„აფშერონის:“ პროექტში მონაწილეობენ აზერბაიჯანული SOCAR და ფრანგული Total, რომლებსაც ამ საბადოს 50-50 პროცენტი ეკუთვნით.

კოკა კვირკველია