6 ქვეყანა, სადაც საქართველოდან ყავა გადის

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7, 022 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 2 071.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, რაც 14.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ექსპორტზე 11,1 ტონა, ჯამში, 82,3 ათასი დოლარის ყავა გავიდა. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის 8 თვეში მოხალული ყავა კოფეინით საქართველოდან სულ 6 ქვეყანაში გავიდა.

კერძოდ, ამ ქვეყნებს შორის ლიდერობს, რუსეთი, სადაც 44,3 ათასი დოლარის ყავა გავიდა. მას მოსდევს აშშ - 24,7 ათასი დოლარით; მე-3 ადგილზეა - აზერბაიჯანი, სადაც 4,5 ათასი დოლარის მოხალული ყავა გავიდა ექსპორტზე. ექპორტიორი ქვეყნების ექვსეულში მე-4 და მე-5 პოზიციებს იკავებს უზბეკეთი და კანადა, სადაც, შესაბამისად, 3,2 და 2,8 ათასი დოლარის მოხალული ყავა გავიდა; მე-6 ადგილზე კი გერმანიაა - 2,7 ათასი დოლარით.

თაია არდოტელი