აგვისტოში ბიუჯეტის შემოსულობები ვალების აღების ხარჯზე გაიზარდა

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის აგვისტოში ბიუჯეტის შემოსულობებმა 1,4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 366 მილიონი ლარით აღემატება. უნდა აღინიშნოს, რომ შემოსულობების ზრდის მთავარი ფაქტორი მთავრობის მიერ აღებული ვალებია. სტატისტიკის მიხედვით, ბიუჯეტის შემოსულობების 41.1% სწორედ ახალი ვალის აღებაზე მოდის. რაც შეეხება შემოსავლებს, აგვისტოში მთლიანი შემოსულობების 58.6% შემოსავლებზე მოდის.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად, აგვისტოში შემოსულობების ზრდისა, 2020 წლის 8 თვეში ბიუჯეტის დეფიციტმა 1,941 მლრდ ლარი შეადგინა.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე