აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს განაახლებენ

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 12 ოქტომბერს აჭარის გარდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას განაახლებენ.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.