იტალია კორონავირუსის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას იანვრის ბოლომდე ახანგრძლივებს

იტალია კორონავირუსის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას იანვრის ბოლომდე ახანგრძლივებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრი შესაბამისი ინიციატივით ქვეყნის პარლამენტს უახლოეს მომავალში მიმართავს.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა ოქტომბრის შუა რიცხვებში იწურება.

ცნობისათვის, იტალიაში, პანდემიის დაწყების დროიდან, კორონავირუსის 314 861 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 227 704 და დაღუპულია 35 894 ადამიანი.