10 რამ, რაც სექტემბერში ყველაზე მეტად გაძვირდა

2020 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.7 პროცენტით განისაზღვრა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 საქონელს, რომელიც სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • წიწიბურა- 98,22%-ით;
  • გოგოს ჩექმა- 56.10%-ით;
  • ბიჭის ნახევარჩექმა - 49.71%-ით;
  • ბავშვის ქურთუკი - 47.12%-ით;
  • ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 42.34%-ით;
  • სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) - 34.15%-ით;
  • ლობიო ხმელი - 29.29%-ით;
  • საშინაო ფეხსაცმელი ქალის - 26.58%-ით;
  • მამაკაცის სვიტერი - 26.39%-ით;
  • ვაშლი - 26.06%-ით.
თაია არდოტელი