ახალი აღმოჩენა - “ზებრა თევზის“ უნიკალური თვისება, რომელმაც შესაძლოა, ალცჰაიმერის დაავადება განკურნებადი გახადოს

ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მკვლევარებმა Nikon Small World სურათების ყოველწლიურ კონკურსში, “ზებრა თევზის“ ლიმფური სისტემის მიკროსკოპული ხედვით გადაღებული სურათით გაიმარჯვეს.

მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სურათი. “ზებრა თევზის“ ტვინში მეცნიერებმა გარკვეული სახის სტრუქტურა აღმოაჩინეს, რამაც შესაძლოა, ალცჰაიმერის დაავადების კვლევაში მედიკოსებს დიდი წარმატება მოუტანოს.

Zebrafish-ს მსოფლიოს ბიოლოგიის ლაბორატორიებში ხერხემლიანთა გენეტიკისა და განვითარების შესასწავლად იყენებენ. ისინი პატარა ზომისანი არიან, მოვლაც ადვილია და ბევრად უფრო სწრაფად იზრდებიან, ვიდრე სხვა ხერხემლიანები.

“ზებრა თევზის“ კვლევა ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია ბიოსამედიცინო კვლევებში. მათ ადამიანთა მსგავსი ბევრი გენეტიკური თვისებები აქვთ, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს, უფრო მეტი გაიგონ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გარკვეულმა გენეტიკურმა ვარიაციებმა გამოიწვიოს რომელიმე დაავადება და პირიქით, როგორ შეიძლება განკურნოს.

მაგალითისთვის - აღნიშნული სახის თევზები გულის განვითარების შესასწავლად გამოიყენეს, რაც ექიმებს კარდიომიოპათიის ახალი გენეტიკური მიზეზების პოვნაში დაეხმარა. “Zebrafish“- ის კვლევამ შეიძლება მოიცვას სხეულის ნებისმიერი ნაწილი და გენი, რომელიც ადამიანს და თევზს მსგავსი აქვთ.

ის ფაქტი, რომ ზებრა თევზებს თავის ტვინში ლიმფური ძარღვები აქვთ, NIH- ის Brant Weinstein- ის ჯგუფის მკვლევარმა დანიელ კასტრანოვამ აღმოაჩინა. ეს გასაკვირი იყო, - წერს Forbes-ი.

”აქამდე ვფიქრობდით, რომ ამ ტიპის ლიმფური სისტემა, რომელიც ნერვულ სისტემასთან ასოცირდება, მხოლოდ ძუძუმწოვრებში გვხვდებოდა”- განაცხადა მედიასთან დანიელ კასტრანოვამ მოგვიანებით.

“Zebrafish“– ის ლიმფური სისტემის სურათმა კასტრანოვას, ვაინშტაინსა და ბაქარი სამასას Nikon Small World– ის 46 – ე ყოველწლიურ კონკურსში მთავარი პრიზი მოუტანა.

“ზებრა თევზის“ სურათი ფლუორესცენტული გამოსახულების გამოყენებით. მეთოდი თევზის კონკრეტულ ნაწილზე სინათლის ტალღის კონკრეტული სიგრძის დანათებას გულისხმობს, რის შემდეგაც საინტერესო დეტალები ჩანს.

ამ სურათზე თევზის ჩონჩხი ლურჯია, ხოლო ლიმფური სისტემა ნარინჯისფერი. თავის ქალაში კარგად ჩანს ნარინჯისფერი ლიმფური სისხლძარღვები.

ლიმფური სისტემა ხელს უწყობს ნარჩენების მოცილებას სხეულის სხვადასხვა ნაწილებიდან, მათ შორის ტვინიდან. ალცჰაიმერის დაავადების დროს, ეს ლიმფური სადრენაჟე სისტემა არ მუშაობს, რაც ხელს უწყობს ტვინში ნადების დაგროვებას.

“ზებრა თევზის“ თავის ტვინის ლიმფური სისტემის შესწავლით, მკვლევარებმა შეიძლება ნახონ მინიშნებები ალცჰაიმერის მკურნალობის ახალი გზების და ლიმფურ სისტემასთან დაკავშირებული სხვა პირობების შესახებ.

თეონა რამაზაშვილი