მთავრობამ საარჩევნო კომისიებში დასაქმების შემთხვევაში უმუშევრობის კომპენსაციის გაცემის საკითხი დაადგინა.
კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში დასაქმებული ადამიანები, დარიცხული ხელფასის მიუხედავად უმუშევრობის კომპენსაციას მაინც მიიღეებენ. საუბარია, 200-ლარიან კომპენსაციაზე.
„კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირის შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემა არ შეწყდება, თუ:
ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის დაქირავებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე, დაფიქსირდა ხელფასის გაცემა;
ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენელზე, დაფიქსირდა ხელფასის გაცემა,“-აღნიშნულია მთავრობის 13 ოქტომბრის დადგენილებაში.