19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაიხსნება. ამასთან, აჭარის რეგიონში შეზღუდვები რჩება სასწავლო პროცესზე, ასევე რესტორნებსა და გასართობ დაწესებულებებზე.
აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ისაუბრა. პრემიერის შეფასებით, აჭარაში ვირუსის გავრცელების მეტნაკლები სტაბილიზება მოხდა.