მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 39 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 39 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს Worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე მონაცემების თანახმად, დღემდე კოვიდ 19-სგან 29 378 743 ადამიანი განიკურნა, 1 102 941 კი - გარდაიცვალა.

ყველაზე მეტი ინფიცირებული და დაღუპული შეერთებულ შტატებშია, სადაც კორონავირუსის 8 216 315 შემთხვევაა გამოვლენილი, მეორე ადგილზეა ინდოეთი 7 370 468 ინფიცირებულით, მესამეზე კი - ბრაზილია, სადაც კოვიდ 19, საერთო ჯამში, 5 170 996 ადამიანს დაუდასტურდა.