„გენიალური და ჭკვიანური“ – Forbes-ი covid19-ის პირობებში ევროპელებს საქართველოდან მუშაობას ურჩევს

Forbes საქართველოს ვრცელ სტატიას უძღვნის.

ჟურნალისტი ბრიანა უილსონი covid19-ის პირობებში საქართველოში მოგზაურობის შესაძლებლობებს მიმოიხილავს და უფრო მეტიც, მოგზაურობას ყველას ურჩევს.

“მოდი სიმართლე ვთქვათ, ამ უპრეცედენტო პანდემიის დროს, ჩვენ ყველანი ვიბრძვით. მე ვიბრძვი. თქვენ იბრძვით. ჩვენ ყველანი ვიბრძვით. ვიბრძვით სამსახურში. ვიბრძვით იმისთვის, რომ მოტივაცია ვიპოვოთ. ახალი რუტინების დასაბალანსებლად. ახლა წარმოიდგინეთ, რომ პასუხისმგებელი ხართ მთელი ქვეყნის წინაშე, რომელიც იბრძვის. დაკარგეთ 3,3 მილიარდი დოლარი ტურიზმიდან და ქვეყნის მშპ-ის (მთლიანი შიდა პროდუქტი) 11,5%. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში 150,000 თანამშრომელი ახლა უმუშევარია, მათ არ აქვთ შემოსავლის აღდგენის იმედი უახლოეს მომავალში.

ამ ყველაფრის შემდეგ უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე გრძელდება და გრძელდება.

ეს ყველაფერი პანდემიის შედეგია, რომლის კონტროლი თქვენ შეძელით და COVID-19-ის ფონზე, ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მიიღეთ.

როგორც ჩანს, გარკვეული დროით სწორედ ეს იქნება მსოფლიოს რეალობა. რას აკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი ეკონომიკა კალაპოტს დაუბრუნდეს?

საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ, ტურიზმის აღორძინების ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, (გამოქვეყნებულია stopcov.ge ვებსაიტზე) საქართველომ 2019 წელს თითქმის 9,4 მილიონი ვიზიტორი მიიღო. მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში საერთაშორისო ტურიზმი უკვე 10% -ით იყო გაზრდილი. 2020 წელს საქართველოსთვის უკვე დიდი წელი უნდა ყოფილიყო. მაგრამ COVID-19 გავრცელდა...

ახლა კი, როდესაც მეორე ტალღა დაიწყო და გრძელი ფრენების ნაკლებობა, საზღვრის შეზღუდვები რჩება, როგორც ჩანს, საქართველო ვიზიტორების სხვა, სწორი გზით აპირებს მიზიდვას.

საზღვარი ღიაა რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის გერმანიასთან, საფრანგეთთან, ლატვიასთან, ლიტვასთან და ესტონეტთან. აეროპორტში აუცილებელია ანტიგენის სწრაფი ტესტის გაკეთება.“- აღნიშნულია სტატიაში.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ საქართველომ პრობლემასთან გასამკლავებლად გენიალური გეგმა შეიმუშავა.

“ჭკვიანი. ჭკვიანი. ჭკვიანი.

8-დღიანი კარანტინის გავლის შემდეგ შტატგარეშე პირებს, მეწარმეებს და სრულ განაკვეთზე დასაქმებულ პირებს (შეერთებული შტატებიდან, ბრაზილიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან), შეუძლიათ სპეციალური პროგრამის ფარგლებში სამუშაო ვიზით საქართველოში გამგზავრება.

დისტანციური სამუშაო ვიზის მისაღებად, განმცხადებლებმა უნდა დაიცვან რამდენიმე წესი. პირველ რიგში, უნდა აჩვენოთ შემოსავლის მტკიცებულება მინიმუმ 2,000 აშშ დოლარი თვეში. ამის ჩვენება შეგიძლიათ ხელფასების, ნივთების, საბანკო ამონაწერებით და ა.შ.

საჭიროა წარადგინოთ სამგზავრო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში (პროგრამის მისაღებად დარჩენის მინიმალური ხანგრძლივობა).

განმცხადებლებს ეკითხებიან, აპირებენ თუ არა მარტო მოგზაურობას, ეკითხებიან ოჯახურ მდგომარეობას.

რამდენიმე კვირაში განმცხადებელს მიუვა პასუხი, მიიღეს თუ არა პროგრამაში. ამის შემდეგ, გაიცემა მოწვევა საქართველოს მთავრობისგან.

ახლა, მხიარული ნაწილი - საქართველოში შემოსვლა

დაშვებისთანავე ტარდება ანტიგენის სწრაფი ტესტი და საჭიროა 8-დღიანი საკარანტინო. როდესაც თქვენ 180 დღე რჩებით, რა არის 8 დღე კარანტინში?

დისტანციურ მუშაკებს შეუძლიათ აირჩიონ სასტუმრო, სადაც კარანტინს ატარებენ. კვება არის გათვალისწინებული, მაგრამ საკვების მიწოდებაც დაშვებულია, ასე რომ, არ ინერვიულოთ - ხაჭაპური პირველად შეგიძლიათ რაც შეიძლება მალე დააგემოვნოთ. დაუშვებელია ნებისმიერი სახის ალკოჰოლი.

საკარანტინო პერიოდში საჭიროა PCR ტესტები ყოველ 72 საათში, პლუს მერვე დღეს და მეთორმეტე დღეს.

სასტუმროს ხარჯები დამოკიდებულია სასტუმროზე და PCR ტესტები 250 ლარი ღირს, ანუ დაახლოებით 80 დოლარი.

განაცხადის ამოქმედების შემდეგ, 2020 წლის 27 აგვისტოს, თითქმის 3000-მა ადამიანმა შეიტანა განცხადება პროგრამაში მონაწილეობაზე.

განმცხადებლებმა საქართველოში შესვლა უკვე დაიწყეს.

პროგრამა სრულყოფილია. აშკარაა, რომ მთავრობა ცდილობს შემოქმედებითად იმოქმედოს დანაკარგების ანაზღაურებაზე.“- იუწყება Forbes.

თეონა რამაზაშვილი