კვლევითმა კომპანიამ AppsFlyer ყოველწლიური რეიტინგი Performance Index წარმოადგინა, რომელიც იკვლევს მობილური რეკლამის ბაზარს. ახალ რეიტინგში ლიდერობას კვლავ ინარჩუნებენ Google და Facebook, მათ გავლენის ხარისხში 79% და რეკლამის მოცულობაში 82% აიღეს.
ამასთან, ღირებულების ანალიზმა აჩვენა, რომ Facebook საკუთარ მომსახურებაში მეტს იღებს. განსაკუთრებით ეს შესამჩნევია სათამაშო აპლიკაციებში ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში და ევროპაში. Google-ში რეკლამა კი უფრო ძვირი აღმოჩნდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ის კონკურენტს ასევე უსწრებს არასათამაშო სეგმენტში რეკლამების განთავსებაშიც.
რაც შეეხება საოპერაციო სისტემებს, კომპანიებმა აქაც გაიყვეს გავლენის სფეროები: Google დიდი სხვაობით ლიდერობს საოპერაციო სისტემაზე Android, მაშინ როცა Facebook აკონტროლებს სარეკლამო ბაზრის დიდ ნაწილს iOS-ზე.
ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიას რეიტინგის ჩამონათვალზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია.