2020 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.2%-ით, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.7%-ით განისაზღვრა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელიც სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიაფდა:
- ქლიავი - 26,97%
- მწვანე ლობიო - 26,81%
- კიტრი - 25,1%
- ბადრიჯანი - 24,77%
- სტაფილო - 17,69%
- ატამი - 16,5%
- კარტოფილი - 11,04%
- ბანანი - 8,2%
- კივი - 6,33%
- ყურძენი - 4,17%