ვისი ვალი აქვს საქართველოს

2020 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 6,761 მლრდ დოლარს ანუ 22,231 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 3,172 მლნ დოლარით მეტია.

კერძოდ, 2020 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 6,758 მლრდ დოლარს ანუ 20,746 მლრდ ლარს აჭარბებდა.

საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 909,533 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 1,066 მლრდ დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,412 მლრდ დოლარს აჭარბებს.

რაც შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

  • აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) – 71,515 მლნ დოლარი;
  • ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) – 1,053 მლნ დოლარი;
  • ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 158,878 მლნ დოლარი;
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 709,393 მლნ დოლარი;
  • ევროგაერთიანება (EU) – 44,400 მლნ დოლარი;
  • სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) – 34,285 მლნ დოლარი;
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) – 206,913 მლნ დოლარი;
  • სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) – 804 ათასი დოლარი.

რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან საფრანგეთი ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 30 სექტემბრის მდგომარეობით, 1,824 მლრდ ლარი იყო, მას მოსდევს გერმანია - 1,627 მლრდ ლარით; მე-3 პოზიციაზე კი იაპონიაა - 707,259 მლნ ლარით. სხვა ქვეყნების მიმართ კი სახელმწიფო საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია:

  • სომხეთი - 19,575 მლნ ლარი;
  • აზერბაიჯანი - 18,690 მლნ ლარი;
  • ავსტრია - 62,248 მლნ ლარი;
  • ჩინეთი - 2,893 მლნ ლარი;
  • ირანი - 14,156 მლნ ლარი;
  • ყაზახეთი - 32,844 მლნ ლარი;
  • კუვეიტი - 25,871 მლნ ლარი;
  • ნიდერლანდები - 1,610 მლნ ლარი;
  • რუსეთი - 141,817 მლნ ლარი;
  • თურქეთი - 36,030 მლნ ლარი;
  • თურქმენეთი - 694 ათასი ლარი;
  • უკრაინა - 212 ათასი ლარი;
  • ამერიკა - 56,143 მლნ ლარი;
  • უზბეკეთი - 249ათასი ლარი.

თაია არდოტელი