Samsung, Amazon, Microsoft - Forbes-მა საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიები დაასახელა

გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემამ კვლევით კომპანია Statista-სთან ერთად მიმდინარე წლის ივნისიდან ივლისამდე 58 ქვეყნის 160 000-ზე მეტი დასაქმებული გამოკითხა.

ისინი კვლევის მონაწილეებს სთხოვდნენ შეეფასებინათ ის კომპანია, სადაც ამჟამად მუშაობენ, როგორი იყო მათი სამუშაო პირობები და გაუწევდნენ თუ არა მას რეკომენდაციას ახლობლებს.

გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ საუკეთესო 50-ს შორის უმეტესად ამერიკული, გერმანული და კორეული კომპანიები ლიდერობენ. სიაში პირველი ადგილი სამხრეთ კორეულმა ტექნიკის მწარმოებელმა კომპანია Samsung-მა დაიკავა, მეორე ადგილას კი Amazon-ი გავიდა.

წარმოგიდგენთ საუკეთესო დამსაქმებელი კომპანიების ათეულს:

  • 1. Samsung Electronics (ელექტრონიკა, სამხეთ კორეა)
  • 2. Amazon (საცალო და საბითუმო ვაჭრობა, აშშ)
  • 3. IBM (IT, ინტერნეტი, პროგრამული უზრუნველყოფა, აშშ)
  • 4. Microsoft (IT, ინტერნეტი, პროგრამული უზრუნველყოფა, აშშ)
  • 5. LG (ელექტრონიკა, სამხეთ კორეა)
  • 6. Apple (ტექნოლოგიები, ელექტრონიკა,აშშ)
  • 7. Adobe (IT, ინტერნეტი, პროგრამული უზრუნველყოფა,აშშ)
  • 8. Alphabet (IT, ინტერნეტი, პროგრამული უზრუნველყოფა, აშშ)
  • 9. Siemens (ელექტროტექნიკა, გერმანია)
  • 10. Bosch (ელექტროტექნიკა, გერმანია)

ამასთან, სიაში კიდევ არაერთი კომპანია მოხვდა, რომლებიც საქართველოში საკმაოდ პოპულარულია: Adidas (სპორტული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, გერმანია); Dell Technologies (ელექტრონიკა, აშშ); Nike (სპორტული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აშშ); Huawei (ელექტრონიკა, ჩინეთი); Philips (ელექტრონიკა, ნიდერლანდები); HP (ელექტრონიკა, აშშ); Volvo (ავტომობილები, შვედეთი); Honda Motor (ავტომობილები, იაპონია); BMD Group (ავტომობილები, გერმანია); IKEA (საბითუმო და საცალო ვაჭრობა, შვედეთი) და ა.შ.

ბექა ბერიაშვილი