5 პროდუქტი, რომელსაც თურქეთში ვყიდით და ვყიდულობთ

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8,121 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9 პროცენტით ნაკლებია.

საანგარიშო პერიოდში თურქეთში პროდუქციის იმპორტი 14.2%-ით, ხოლო ექსპორტი 7.9%-ით შემცირდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რას ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში:

საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • ტრიკოტაჟის ნაწარმი - 28 485 600 დოლარი
  • ფეროშენადნობები - 26 495 400 დოლარი
  • კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა - 11 345 500 დოლარი
  • თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები - 9 354 300 დოლარი
  • ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების ფქვილი და გრანულები - 9 080 600 დოლარი

თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები:

  • შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 32 835 600 დოლარი
  • დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 32 744 800 დოლარი
  • მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 25 816 300 დოლარი
  • მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 23 086 800 დოლარი
  • კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 16 744 400 დოლარი
ლიკა ამირაშვილი