რომელია თბილისში ამოქმედებული პირველი სწრაფი სატრანსპორტო დერეფანი, სადაც 2021 წლიდან 18 მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს

24 ოქტომბრიდან თბილისში ახალი ქსელის იმპლემენტაცია დაიწყო. მათ შორის, უკვე 24 ოქტომბრიდან ქალაქში გაჩნდა ათიდან ერთი, პირველი სწრაფი დერეფანი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ მისთვის გამოყოფილ ზოლში.

როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა, ამ დერეფანში ამ ეტაპზე 12- მეტრიანი, ხოლო უკვე მომავალი წლიდან 18- მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს.

„დედაქალაქში გვექნება 10 ძირითადი დერეფანი. აქედან, პირველი დერეფანი, სადაც ჯერჯერობით 12 მეტრიანი ავტობუსები, მომავალი წლიდან კი 18 მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებს, უკვე ამოქმედდა. ამ ეტაპზე აღნიშნულ მიმართულებაზე 301 ავტობუსი გადაადგილდება. პირველი დერეფანი მოიცავს მიმართულებას ბერი გაბრიელ სალოსის გამზირიდან პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქიას) ქუჩამდე. ამ მარშრუტის გავლას და ქალაქის ერთი თავიდან მეორეში გადაადგილებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპპორტით დახლოებით, 54 წუთია საჭირო,“-აღნიშნა წილოსანმა.

თაია არდოტელი