სექტემბერში უძრავი ქონების რეალიზაცია 14.9%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია Galt & Taggart-ის მიერ უძრავი ქონების ბაზრის მესამე კვარტლის მიმოხილვაში.
პანდემიის პირობებში შემცირების სტატისტიკის შემდეგ უძრავი ქონების ბაზარზე ეს პირველი პოზიტიური მონაცემია.
G&T-ის კვლევის მიხედვით, ზრდის მიზეზი ხელისუფლების მიერ ივლისში დაწყებული სესხების 4%-იანი სუბსიდირების პროგრამაა, რომელმაც ახალ აშენებულ ბინებზე გაყიდვების წლიური ზრდა 10,8%-ით განაპირობა, რაც ბოლო სამი თვის შედეგია. რაც შეეხება პანდემიურ პერიოდში, კერძოდ სუბისიდირებამდე არსებულ ვითარებას, კვლევის მიხედვით, ამ დროს კლება 26.6%-ი იყო.
გაყიდვებში ლიდერობს გლდანი, სადაც 2020 წლის მე-3 კვარტალში წლიური 24%-იანი ზრდა დაფიქსირდა. არ შეცვლილა მაჩვენებელი სამგორში. რაც შეხება სხვა უბნებს, კვლევის მიხედვით, 2020 წლის მე-3 კვარტალში ყველგან შემცირება ფიქსირდება, ყველაზე მეტად კი, რეალიზაციამ იკლო ნაძალადევში - 32%-ით, შემდეგია კრწანისი - 17%-ით, 14-14%-ით შემცირდა გაყიდვები დიდ დიღომსა და ჩუღურეთში.
ამავე კვლევის მიხედვით, სექტემბერში ახალი ბინების ფასი 5.9%-ით შემცირდა.
უბნების მიხედვით კი უძრავი ქონების ფასები ასეთია:
ცნობისთვის, ივლისში უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები G&T-ის კვლევის მიხედვითვე 14. 9%-ით იყო შემცირებული, ხოლო აგვისტოში, 16.3%-ით.