ფინანსური ბაზრებისთვის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და ფედრეზერვის სხდომა მთავარი მოვლენა გახდება

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩვენები, ფედერალური სარეზერვო სისტემის სხდომა და აშშ-ის შრომის ბაზრის მონაცემები ოქტომბრისთვის ამერიკული ფინანსური ბაზრებისთის 2020 წლის მთავარი მოვლენა გახდება.

ყველა ამ მოვლენას შეუძლია ააფორიაქოს ინვესტორები და ძლიერი გავლენა იქონიოს კოტირებებზე, წერს სააგენტო Bloomberg-ი.

ამ დროისთვის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის გამოკითხვებში პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი 10%-ით უსწრებს პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს დონალდ ტრამპს, რასაც მოწმობს ტელეკომპანია NBC-სა და გაზეთ The Wall Street Journal-ის გამოკითხვები. ამ გამოკითხვების თანახმად ბაიდენს მხარს უჭერს გამოკითხულთა 52%, ხოლო ტრამპს 42%. ამასთან, ორი კვირის წინ ბაიდენის რეიტინგი იყო 54% - აღნიშნავს NBC, ხოლო ტრამპის რეიტინგი იგივე 42%.

ბაიდენი პირობას დებს, რომ გაზრდის სახელმწიფო ხარჯებს და შემწეობებს უმუშევრობის დასაძლევად, ასევე გაზრდის ინვესტიციებს ისეთ სფეროებში როგორიცაა ინფრასტრუქტურა და „მწვანე“ ენერგეტიკა. ეს ხარჯები დაიფარება მდიდრებისა და კომპანიების გაზრდილი დაბეგვრიდან მიღებული თანხიდან, ასევე სახელმწიფო ვალის გაზრდით. ამასთან, ტრამპის სურვილია მომდევნო ოთხი წელიწადი მოახმაროს გადასახადების შემცირებას და რეგულაციების შერბილებას, ასევე განაგრძოს ჩინეთთან დავა სავაჭრო და ტექნოლოგიურ სფეროში.

ვინც არ უნდა გაიმარჯოს, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება კონგრესმენების მხარდაჭერაზე. ექსპერტები სულ უფრო ხშირად ვარაუდობენ სიტუაციას, რომლის მიხედვით დემოკრატები დაიკავებენ როგორც თეთრ სახლს, ასევე კონგრესის ორივე პალატას.

ფედერალური სარეზერვო სისტემის სხდომა კი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების გამო გაიმართება არა სამშაბათს, როგორც ეს ხდება ჩვეულებრივ, არამედ ოთხშაბათს. ხუთშაბათს უკვე გამოაცხადებს ამერიკული ცენტრალური ბანკი სხდომის შედეგებს, რის შემდეგაც პრესკონფერენციას გამართავს უწყების ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი.

ანალიტიკოსების არ მოელიან ფულად-საჯრედიტო პოლიტიკის ცვლილებას ქვეყნის ლიდერის სავარაუდო შეცვლის ფონზე და კროექტირებას უკვე დეკემბრის სხდომაზე უფრო ელოდებიან.

ამასთან, ხუთშაბთს გაიმართება „ინგლისის ბანკის“ სხდომა. ექსპერტების აზრით, ცენტრალური ბანკის გამოაცხადებს ბონდების ახალი შესყიდვის რაუნდის შესახებ, რათა დაძლიოს კორონავირუსის ახალი ტალღით გამოწვეული ეკონომიკის დახმარება.

ასევე ამ კვირაში საკმაოდ ზრდის დაძაბულობას ამერიკის ეკონომიკის მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება. კონკრეტულად კი გამოქვეყნდება მონაცემები აქტივობები წარმოებისა და მომსახურების სფეროში.

პარასკევს ამერიკის შრომის სამინისტრო გაავრცელებს ოქტომბრის მონაცემებს ქვეყნის ეკონომიკაში დასაქმებულთა შესახებ. მოსალოდნელია, რომ უმუშევრობის ციფრი შემცირდება 600 ათასამდე სექტემებრში დაფიქსირებული 661 ათასიდან.

კოკა კვირკველია