განათლების მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, კორონავირუსი მინისტრის ოჯახის წევრს დაუდასტურდა.

„მინისტრს არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები და თავს კარგად გრძნობს. მიხეილ ჩხენკელი საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.