ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვაზე საუბარი არ ყოფილა

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მთავრობის უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვაზე საუბარი არ ყოფილა.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ დროისთვის „ლოქდაუნზე“ საუბარი არაა.

„ინფექციის გავრცელების დღევანდელი კოეფიციენტი 1.38-ია და ამ მაჩვენებლის პირობებში ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვფიქრობთ, რომ საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვები გვექნება, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ვირუსზე. დღეის მდგომარეობით, არანაირ „ლოქდაუნზე“ და მსგავს მკაცრ შეზღუდვებზე საუბარი არ გვქონია“,-განაცხადა მინისტრმა.