სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონის შედეგს საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. "2020 წლის 3 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 35 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.110 პროცენტით, მაქსიმალური 8.150 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.147 პროცენტით განისაზღვრა",-აღნიშნულია ინფორმაციაში.