წამლები ისევ გაძვირდა - როგორ შეიცვალა ფასები მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე

2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 32,15%-ით გაძვირდა. ამასთან, საქსტატის მონაცემებით მოიმატა ფასებმა სხვა ტიპის წამლებსა და სამედიცინო მომსახურებაზე.

კერძოდ, გაძვირდა:

  • სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები - +12.26%
  • ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - +32.15%
  • ანტიბიოტიკები - +6,66%
  • ვიტამინები - +9,59%
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები - +10,63%
  • ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები - +9,91%
  • თერმომეტრი - +12,47%
  • წნევის საზომი აპარატი - +13,70%

ამასთან, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოიმატა ფასებმა სამედიცინო მომსახურებაზე:

  • თერაპევტის კონსულტაცია - +5,48%
  • სტომატოლოგის მომსახურება (კბილის დაბჟენა) - +17,24%
  • სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) - +32,55%
  • სისხლის ანალიზი - +9,54%
  • ექოსკანირება - +6,43%
  • საავადმყოფოს მომსახურება - +3,94%
  • ქირურგიული მომსახურება - +0,14%

ერთადერთი, რაც სამედიცინო მომსახურების მხრივ ამ ერთი წლის განმავლობაში არ გაძვირებულა, ეს არის მშობიარობა. საქსტატის ცნობით, ის 1,74%-ით გაიაფდა.

საქსტატის მოანაცემებით, ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა. ამასთან, 2020 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5 პროცენტით განისაზღვრა.