ლირას გაუფასურების შემდეგ თურქეთის ფინანსთა მინისტრიც გადადგა

თურქეთის ეროვნული ვალუტის კურსის ისტორიული გაუფასურების ფონზე, ქვეყნის ფინანსთა მინისტრი გადადგა. ეს არის მეორე მოულოდნელი გადადგომა მაღალჩინოსნის მხრიდან, რომელიც პასუხმგებელია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. მანამდე პოსტი დატოვა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა - წერს Reuters.

თურქეთის ფინანსთა მინისტრმა ბერატ ალბაიკარმა გადადგომის შესახებ განცხადება კვირას დაწერა და განმარტა, რომ პოსტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ტოვებდა. ის აღნიშნულ თანამდებობას ბოლო ორი წელია იკავებს, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის პორტფელი ებარა.

ფინანსთა მინისტრის ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება მოჰყვა მიმდინარე წელს თურქეთის ეროვნული ვალუტის 30%-იან გაუფასურებას, რომელიც პანდემიის შემდეგ ფიქსირდება ქვეყანაში. გაუფასურება თავის მხრივ, ინვესტორების სიფრთხილემ გამოწივია, რომლებიც შიშობენ, რომ ქვეყანაში სავალუტი რეზერვების შემცირება მოხდება და ამავდროულად ცენტრალური ბანკი ვერ გაუმკლავდება ორნიშნა ინფლაციას.

კოკა კვირკველია