როგორ შეუძლია ბიზნესს „ევროპის საინვესტიციო ბანკისა“ და „საქართველოს ბანკის“  შეღავათიანი სესხით ისარგებლოს?

საქართველოს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები და კომპანიები აქტიურად არიან ადგილობრივი ბიზნესის განვითარებაში ჩართული. მათ შორის არის EIB (ევროპის საინვესტიციო ბანკი), რომელიც „საქართველოს ბანკთან“ ერთად, ბიზნესს სესხზე მინიმუმ 0.25%-0.50%-იან შეღავათს სთავაზობს.

შეღავათიან პროცენტში გაცემული სესხით გასულ ზაფხულს ისარგებლა შპს „გურია ექსპრესმა“ რომელსაც დასავლეთ საქართველოს ბაზრის ძირითადი ნაწილი უჭირავს და გურიის მასშტაბით რეალური კონკურენტი არ ჰყავს, რადგან რეგიონში ასეთი ტიპის სხვა წისქვილკომბინატი ფაქტობრივად, არ არსებობს.

ივლისის თვეში „გურია ექსპრესმა“ პროგრამის ფარგლებში 3 მილიონი ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი შეღავათიან პროცენტში მიიღო. აგვისტოს ბოლოსთვის კომპანიამ მთლიანი თანხის ათვისება შეძლო და 3 000 ტონა ხორბალი შეისყიდა მაშინ, როცა ბაზარზე შედარებით იაფი ღირდა.

მსოფლიოში პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით, ბოლო პერიოდში ერთი ტონა ხორბალი 10-15 დოლარით გაძვირდა, რასაც საქართველოში არსებული ვალუტის გაცვლითი კურსის გამო, პურის ფასზეც უნდა მოეხდინა ზეგავლენა. „გურია ექსპრესმა“ აგვისტოში შეძენილი რეზერვებით შეძლო, რამდენიმე თვის საკმარისი მარაგი შეექმნა და მარჟებიც შეენარჩუნებინა.

კომპანიაში განმარტავენ, რომ „გურია ექსპრესი“ ძირითადად, იმპორტირებულ ნედლეულზეა დამოკიდებული, ამიტომ საიმპორტო ბაზრებზე არსებული ფასები მათ პროდუქტზე მყისიერად აისახება. ამჯერად, კომპანიამ თავი ნეგატიური გავლენებისგან დაიზღვია, რაშიც წვლილი EIB-ისა და „საქართველოს ბანკის“ პარტნიორობით დაწყებულ პროექტს მიუძღვის.

fqvilisareklamo-1605255856.jpg

„ჩვენი კომპანია ძირითადად იმპორტირებულ ნედლეულზეა დამოკიდებული. პანდემიის გამო მსოფლიოში შემნილი არასტაბილური მდგომარეობიდან გამომდინარე, მარცვლეულზე ფასები დღითი დღე იზრდება, რაც რასაკვირველია ჩვენს კომპანიაზე ნეგატიურად ისახება. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენთვის საკრედიტო რესურსზე პროცენტის თანადაფინანსება ძალიან დროული იყო და დადებითადაც აისახა. რაც მთავარია ამან მაქსიმალურად შეუწყო ხელი ძველი ფასების შეძლებისდაგვარად შენარჩუნებას“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

მათივე თქმით, იაფ საკრედიტო რესურსზე წვდომა კომპანიის მოგებაზეც დადებითად აისახა.

„მიუხედავად შექმნილი კრიზისული ვითარებისა, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომპანიის მოგება გაზრდილია“, - აღნიშნეს „გურია ექსპრესში“.

რას გულისხმობს EIB-ის (ევროპის საინვესტიციო ბანკის) პროექტი და როგორ შეუძლია ბიზნესს მისით სარგებლობა?

პროექტის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ კლიენტებს საშუალება აქვთ, სესხზე მინიმუმ 0.25%-0.50%-იანი ფასდაკლება მიიღონ. სტანდარტულ სესხებთან შედარებით, რაც ბიზნესზე გაიცემა, აღნიშნული რესურსი არის შედარებით შეღავათიან ფასში, რითაც ბიზნეს სუბიექტის მომგებიანობა უმჯობესდება.

იმისათვის, რომ ბანკმა დაააკრედიტოს კომპანია, ამ პროგრამის ფარგლებში კომპანიამ უნდა გაიაროს რამდენიმე ფილტრი, რომელიც EIB-მა დაადგინა:

· კლიენტის ბიზნეს საქმიანობა და დასაფინანსებელი პროექტი;

· თანამშრომლების რაოდენობა;

· სესხის პარამეტრები;

ფინანსდება როგორც მატერიალური და არამატერიალური აქტივები, ისე საბრუნავი საშუალებები. განაცხადები მიიღება ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან.

საკრედიტო ხაზი ქვეყანაში ადგილობრივი კერძო სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების წახალისებასა და ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტით სარგებლობისთვის ბიზნეს სუბიექტმა უნდა მიმართოს „საქართველოს ბანკს“, რადგან შეთავაზება ისევ ძალაშია.

რას გულისხმობს ევროპის საინვესტიციო ბანკსა და „საქართველოს ბანკს“ შორის თანამშრომლობა?

პროექტის ორი ფაზის განმავლობაში, „საქართველოს ბანკი“ ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) გარანტირებულად იღებს 60 მილიონი ევროს ოდენობის სასესხო რესურსს, რომლიდანაც 25 მილიონი ევრო უკვე წარმატებით არის ათვისებული.

პროექტის პირველი ფაზის განმავლობაში, რომელიც მოიცავდა 10 მილიონი ევროს ათვისებას, კლიენტები სარგებლობდნენ მინიმუმ 0.75%-იანი საპროცენტო შეღავათით. მეორე ფაზის განმავლობაში კი ხელშეკრულების მიხედვით, საპროცენტო შეღავათი განისაზღვრა მინიმუმ 0.5%-ით ან 0.25%-ით (ვალუტის მიხედვით).

პროექტის მეორე ფაზა გაგრძელდება მანამ, სანამ დარჩენილი რესურსი სრულად არ იქნება ათვისებული, შესაბამისად, ბიზნესების მხარდაჭერის პროგრამა გრძელდება.