2020 წელის 9 თვეში, საქართველოში 1,591 მლნ აშშ დოლარის 2 917 ტონა ლიმონის იმპორტი განხორციელდა. ეს კი გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 757 ტონით მეტია. 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 2 160 ტონა ლიმონი შემოვიდა, ჯამში 1,240 მლნ დოლარის ღირებულების.
ქვეყნების ჩამონათვალი კი, საიდანაც 2020-ში იმპორტი განხორციელდა, ასეთია:
- თურქეთი 2 100 ტონა (745,1 ათასი დოლარი)
- არგენტინა - 393.2 ტონა (272,4 ათასი დოლარი)
- სამხრეთ აფრიკა - 203.4 ტონა (202,5 ათასი დოლარი)
- ჩინეთი - 100.8 ტონა (100,3 ათასი დოლარი)
- ნიდერლანდები - 97.3 ტონა (236,8 ათასი დოლარი)
- არაბთა გაერთიანებული საამირო - 22.1 ტონა (34,2 ათასი დოლარი)