2020 წელს საქართველოში 1,361 ტონა 24,769 მლნ აშშ დოლარის კოსმეტიკური, მაკიაჟის და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი განხორციელდა, სულ 48 ქვეყნიდან.
,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ-10 ქვეყნის ჩამონათვალს, საიდანაც 2020 წელს ყველაზე მეტი პროდუქცია შემოვიდა:
- პოლონეთი - 313.9 ტონა
- თურქეთი - 185.3 ტონა
- რუსეთი - 160 ტონა
- საფრანგეთი - 117.8 ტონა
- ჩინეთი - 110. 3 ტონა
- გერმანია- 97.7 ტონა
- გაერთიანებული სამეფო - 55.5 ტონა
- კორეის რესპუბლიკა - 43.26 ტონა
- აშშ - 34.42 ტონა
- ესპანეთი - 28.2 ტონა
ცნობისთვის, 2019 წელს საქართველოში, 1,518.95 ტონა 22,899 მლნ აშშ დოლარის კოსმეტიკური, მაკიაჟის და კანის მოვლის საშუალებები შემოვიდა, სულ 54 ქვეყნიდან.