საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი შემცირდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყნიდან 33 677 ერთეული მსუბუქი ავტომობილი გავიდა, სულ 59 ქვეყანაში.
რეექსპორტის ღირებულებამ ჯამურად 335,575 მლნ დოლარი შეადგინა. შედარებისთვის - 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოდან მანქანების რეექსპორტმა 557,392 მლნ დოლარი შეადგინა, შარშან ქვეყნიდან 78 866 ერთეული მსუბუქი ავტომობილი გავიდა.
Top-5 ქვეყანა, სადაც 2020 წელს ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა
კოვიდპანდემია ნეგატიურად აისახა იმპორტზეც. 2020 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ მსოფლიოს 59 ქვეყანაში 71 690 ერთეული მსუბუქი ავტომობილი იყიდა, ეს კი 47,2%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება იმპორტის ღირებულებას, მიმდინარე წელს მსუბუქი ავტომობილების შესაძენად ჯამში 623,332 მლნ დოლარი გავიდა, 2019 წლის 10 თვეში კი 929,254 მლნ დოლარი.
Top-5 ქვეყანა, სადაც 2020 წელს საქართველომ ავტომობილები იყიდა: