საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 ქვეყანა ფულის გათეთრების მაღალი რისკის იურისდიქციების ნუსხაში შეიყვანა.
ფულის რისკის მატარებელი ქვეყნების სიაში, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის განისაზღვრა, საქართველოს ინვესტორი ქვეყნებიც მოხვდნენ, მათ შორის არიან - ერაყი, ირანი, პანამა, კაიმანის კუნძულები და გიბრალტარი. უფრო კონკრეტულად - 2020 წლის მეორე კვარტალში ერაყიდან საქართველოში - 9,870 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ირანიდან - 55.6 ათასი დოლარის; პანამიდან - 1,088 მლნ დოლარის; კაიმანის კუნძულებიდან - 601.6 ათასი დოლარის; ხოლო გიბრალტარიდან - 170.2 ათასი დოლარის.
სებ-ის მიერ განსაზღვრული საყურადღებო ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
შეგახსენებთ, რომ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონი ძალაში 2019 წლის 30 ოქტომბრიდან შევიდა. კანონის მიხედვით, საეჭვო ინვესტიციებს ფინანსური მონიტორინგის სამსახური გააკონტროლებს. საზედამხედველო საქმიანობას კი განახორციელებენ - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, ეროვნული ბანკი, იუსტიციის და ფინანსთა სამინისტროები, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, ადვოკატთა ასოციაცია. ანგარიშვალდებული პირების ჩამონათვალში კი შედიან - ფინანსური ინსტიტუტები, მათ შორის, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სალიზინგო კომპანიები, საბროკერო კომპანიები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, ლატარიის ორგანიზატორები, ნოტარიუსი და ა.შ.
ცნობისთვის, ფულის გათეთრების მაღალი რისკის ქვეყნების ჩამონათვალი სებ-მა 2019 წლის დასასრულსაც დაამტკიცა. მაშინ ჩამონათვალში 25 ქვეყანა მოხვდა.