სი ძინპინი ქვეყნებს QR კოდების გამოყენებით საერთაშორისო მოგზაურობის აღსადგენად გლობალური მექანიზმის შექმნისკენ მოუწოდებს

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ქვეყნებს საერთაშორისო მოგზაურობის აღსადგენად გლობალური მექანიზმის შექმნისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

„ჩვენ გვჭირდება პოლიტიკის ჰარმონიზაცია და სწრაფი გზა, რომელიც ადამიანების წესების დაცვით გადაადგილებას შეუწყობს ხელს“ , – განაცხადა სი ძინპინმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე.

ჩინეთის ლიდერის განცხადებით, მოგზაურების ჯანმრთელობის სტატუსი ე.წ. QR-კოდებით უნდა გადამოწმდეს.

სი ძინპინმა განმარტა, რომ კოდების გამოყენებით შესაძლებელია ნუკლეინის მჟავის ტესტის შედეგებზე დაყრდნობით ჯანმრთელობის სერთიფიკატების ამოცნობა.

„იმედი გვაქვს, ამ მექანიზმს ბევრი ქვეყანა შემოუერთდება“, - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.

უფლებადამცველები ამ შეთავაზებაში საფრთხეს ხედავენ. მათი განმარტებით, ეს კოდები შესაძლოა, მოქალაქეთა პოლიტიკური მონიტორინგის გასაძლიერებლად გამოიყენონ.