24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქება მოხდება, 16 იანვრიდან 31 იანვრამდე კი შაბათ-კვირის გარდა, ტრანპორტის და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება

24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქება მოხდება.

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით:

  • იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
  • აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

რაც შეეხება 3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდს, ქვეყნის მასშტაბით გარკვეული ტიპის შეზღუდვა ისევ ბრუნდება. კერძოდ:

  • ცხადდება უქმე/დასვენების დღეები;
  • აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში;
  • არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

16 იანვრიდან 31 იანვრამდე პერიოდში ქვეყნის მასშტაბით:

  • აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
  • შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.