დარგები, სადაც პანდემიის დროს ტოპ-მენეჯერების ხელფასები გაიზარდა - Forbes

კორონავირუსის წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა, როგორც ჩანს, ყველა სფერო ერთნაირად არ დააზარალა. უფრო მეტიც ცალკეულ სფეროში ტოპ-მენეჯერებს პანდემიის პირობებში ხალფასები გაეზარდათ კიდეც.

როგორც Forbes წერს, საგრძნობლად გაიზარდა ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელების ანაზღაურება: 2019 წლის წლიური 400 ათასიდან 2020 წელს წლიურ 410 ათასამდე, ხოლო გაყიდვების დირექტორების 260 ათასიდან 310 ათასამდე.

მძიმე მრეწველობაში მომუშავე მენეჯერები ასევე პლიუსში არიან: მათი ანაზრაურება 2020 წელს გაიზარდა 5%-ით 1,87 მილიონ დოლარამდე, ხოლო ვიცე-პრეზიდენტების 18%-ით წლიურ 990 ათას დოლარამდე.

სატრანსპორტო კომპანიების გენერალური დირექტორების შემოსავლები საშუალოდ გაიზარდა 8%-ით 760 ათასიდან 820 ათასამდე, ხოლო აღმასრულებელი დირექტორების 27%-ით 410 ათასიდან 520 ათას დოლარამდე.

მცირე პლიუსში არიან ასევე სატელეკომუნიკაციო სფეროს მენეჯერები. მათი საშუალო ანაზღაურება გაიზარდა 2%-ით 2019 წლის 1,29 მილიონიდან 1,31 მილიონ დოლარამდე.

იმ კომპანიების წილი კი, სადაც ხელფასები გაიზარდა, 4 წლის მინიმუმზეა.

სხვა დარგებში კი Forbes-ის რეიტინგით იმაზე ნაკლები ხელფასები გაიცა, ვიდრე 2019 წელს.

კოკა კვირკველია