საახალწლოდ ტრანსპორტი და სავაჭრო ცენტრები მუშაობას განაახლებენ - როდემდე იმოქმედებს შეზღუდვა

დღეიდან, 28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს-ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. შეზღუდვები 2 თვეს - 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ საახალწლო პერიოდში რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აღდგება. ასევე შეზღუდვები შემსუბუქდება სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებითაც.

კერძოდ, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით, აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. ამასთან, ამავე პერიოდში შეზღუდვების გარეშე იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები.

თაია არდოტელი