Victoria’s Secret რეპუტაციის აღდგენას საკადრო ცვლილებით ცდილობს

ბრენდი Victoria’s Secret-ი, რომელიც რამდენიმე სკანდალის შემდეგ რეპუტაციის აღდგენას ცდილობს, დირექტორს იცვლის.

მის გენერალურ დირექტორად დაინიშნა მარტინ უოტერსი, რომელმაც 2 წლიანი მუშაობის შემდეგ ჯონ მეხასა ჩაანაცვლა. დირექტორის ცვლილების შესახებ, ოფიციალურ კომენტარს კომპანიაში არ აკეთებენ - წერს Bloombeg.

თეთრეულის მწარმოებელი ბრენდის ბიზნესი ეკუთვნის ჰოლდინგს L Brands Inc., რომელიც თავის მხრივ ცდილობს აქტივების გაყიდვას. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მყიდველი შეიძლება გახდეს საინვესტიციო ფონდი Sycamore Partners. თუმცა, შეთანხმებას საფრთხე შეექმნა მას შემდეგ, რაც კომპანიამ გაზაფხულზე მაღაზიები დახურა და თანამშრომლების ნაწილი უვადო შვებულებაში გაუშვა, რითაც დაარღვია Sycamore Partners-თან შეთანხმება.

ბოლო წლებია, რაც Victoria’s Secret რამდენიმე სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა. გასულ წელს ბრენდმა უარი თქვა ტრადიციულ შოუ-ჩვენებაზე, იმის გამო, რომ უარი განაცხადა პოდიუმზე გამოეყვანათ არასტანდარტული აღნაგობის მოდელები. ამის შემდეგ კი „ანგელოზებმა“ ერთმანეთის მიყოლებით განაცხადეს, რომ ხშირად განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროვებას ბრენდის მარკეტინგის დირექტორ ედ რაზეკისგან.

კოკა კვირკველია