მთავრობა დამატებით რამდენიმე უქმე დღეს აცხადებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მიიღო. გადაწყვეტილება დადგენილების სახით უკვე გამოქვეყნდა.
როგორც დადგენილებით ირკვევა, 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე, ანუ დასვენების დღეებად გამოცხადდება.
პრემიერის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მთავრობას დაეხმარება დამატებითი მობილობის შემცირებაში.