დარეგისტრირდი gudabooks.ge-ზე და შეიძინე აუდიოწიგნი მხოლოდ 10 თეთრად

ადა­მი­ანს სამ­ყა­როს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის მთე­ლი სის­რუ­ლით აღ­საქ­მე­ლად 5 ძი­რი­თა­დი გრძნო­ბა აქვს: მხედ­ვე­ლო­ბა, სმე­ნა, ყნოს­ვა, გემო და ტაქ­ტი­ლუ­რი შეგ­რძნე­ბა.

ამ­ჯე­რად, თქვენს ყუ­რა­დღე­ბას სმე­ნა­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებთ.

მიჩ­ნე­უ­ლია, რომ ადა­მი­ა­ნი მოს­მე­ნის დროს უფრო კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია, ვიდ­რე, მა­გა­ლი­თად, ყუ­რე­ბის დროს. თუკი ყუ­რა­დღე­ბით ვის­მენთ, არა მხო­ლოდ ჩვე­ნი ყუ­რია გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი, არა­მედ გო­ნე­ბაც, რად­გან ამ დროს წარ­მო­სახ­ვა ძლი­ერ­დე­ბა და მოს­მე­ნილს კად­რე­ბად წარ­მო­ვიდ­გენთ. სწო­რედ ამი­ტომ ­ფიქ­რო­ბენ, რომ ის, ვი­საც ყუ­რა­დღე­ბით მოს­მე­ნა შე­უძ­ლია, თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უფრო პრო­დუქ­ტი­უ­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლია.

ყუ­რა­დღე­ბით მოს­მე­ნის „სწავ­ლა“ ბავ­შვო­ბი­დან იწყე­ბა. იმ დრო­ი­დან, როცა ჩვენს პა­ტა­რას ძი­ლის წინ ზღაპ­რებს ვუ­კი­თხავთ. ზღაპ­რე­ბი­სა თუ მო­თხრო­ბე­ბის მოს­მე­ნა ბავ­შვებს ფან­ტა­ზი­ას უვი­თა­რებს და ­ა­ხა­ლი სამ­ყა­რო­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა მშო­ბელს როდი აქვს იმის დრო, რომ ყო­ველ­დღე წა­უ­კი­თხოს ბავ­შვებს ზღაპ­რე­ბი თუ მო­თხრო­ბე­ბი, მაგ­რამ ეს უკვე პრობ­ლე­მა აღარ არის. აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის პლატ­ფორ­მა gudabooks.ge ქარ­თუ­ლად გახ­მო­ვა­ნე­ბულ ასო­ბით წიგნს მო­ი­ცავს, მათ შო­რის სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­საც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ყვე­ლა წიგ­ნი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის მიერ არის გახ­მო­ვა­ნე­ბუ­ლი, რაც, თა­ვის მხრივ, დახ­ვე­წი­ლი მე­ტყვე­ლე­ბის მას­ტერკლა­სიც იქ­ნე­ბა თქვე­ნი პა­ტა­რე­ბის­თვის. აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბი ყვე­ლა ბავ­შვის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი რომ იყოს, „გუ­დამ“ გა­და­წყვი­ტა სიმ­ბო­ლურ ფა­სად, მხო­ლოდ 10 თეთ­რად, შეძ­ლოთ სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბის შე­ძე­ნა.

რო­გორ შე­ვი­ძი­ნო აუ­დი­ო­წიგ­ნი 10 თეთ­რად?

იმი­სათ­ვის, რომ „გუ­დას“ შე­თა­ვა­ზე­ბით ისარ­გებ­ლოთ, gudabooks.ge-ზე უნდა და­რე­გის­ტრირ­დეთ. ამის შემ­დეგ, შე­არ­ჩი­ოთ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნი, რო­მელ­საც სიმ­ბო­ლურ ფა­სად შე­ი­ძენთ.

რაც მთა­ვა­რია, სა­ბავ­შვო წიგ­ნე­ბის დიდი არ­ჩე­ვა­ნი დაგ­ხვდე­ბათ. სა­იტ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია რო­გორც ქარ­თუ­ლი, ისე უცხო­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა. მი­ე­ცით ბავ­შვს მა­გა­ლი­თი და თქვენც მო­უს­მი­ნეთ აუ­დი­ო­წიგნს. თა­ნაც ამ დროს სხვა საქ­მი­თაც შე­გიძ­ლი­ათ და­კავ­დეთ.