ადამიანს სამყაროს მრავალფეროვნების მთელი სისრულით აღსაქმელად 5 ძირითადი გრძნობა აქვს: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემო და ტაქტილური შეგრძნება.
ამჯერად, თქვენს ყურადღებას სმენაზე გავამახვილებთ.
მიჩნეულია, რომ ადამიანი მოსმენის დროს უფრო კონცენტრირებულია, ვიდრე, მაგალითად, ყურების დროს. თუკი ყურადღებით ვისმენთ, არა მხოლოდ ჩვენი ყურია გამახვილებული, არამედ გონებაც, რადგან ამ დროს წარმოსახვა ძლიერდება და მოსმენილს კადრებად წარმოვიდგენთ. სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ ის, ვისაც ყურადღებით მოსმენა შეუძლია, თავის საქმიანობაში უფრო პროდუქტიული და წარმატებულია.
ყურადღებით მოსმენის „სწავლა“ ბავშვობიდან იწყება. იმ დროიდან, როცა ჩვენს პატარას ძილის წინ ზღაპრებს ვუკითხავთ. ზღაპრებისა თუ მოთხრობების მოსმენა ბავშვებს ფანტაზიას უვითარებს და ახალი სამყაროების აღმოჩენაში ეხმარება.
სამწუხაროდ, ყველა მშობელს როდი აქვს იმის დრო, რომ ყოველდღე წაუკითხოს ბავშვებს ზღაპრები თუ მოთხრობები, მაგრამ ეს უკვე პრობლემა აღარ არის. აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge ქართულად გახმოვანებულ ასობით წიგნს მოიცავს, მათ შორის საბავშვო ლიტერატურასაც. აღსანიშნავია, რომ ყველა წიგნი პროფესიონალი მსახიობების მიერ არის გახმოვანებული, რაც, თავის მხრივ, დახვეწილი მეტყველების მასტერკლასიც იქნება თქვენი პატარებისთვის. აუდიოწიგნები ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი რომ იყოს, „გუდამ“ გადაწყვიტა სიმბოლურ ფასად, მხოლოდ 10 თეთრად, შეძლოთ საბავშვო წიგნების შეძენა.
როგორ შევიძინო აუდიოწიგნი 10 თეთრად?
იმისათვის, რომ „გუდას“ შეთავაზებით ისარგებლოთ, gudabooks.ge-ზე უნდა დარეგისტრირდეთ. ამის შემდეგ, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი წიგნი, რომელსაც სიმბოლურ ფასად შეიძენთ.
რაც მთავარია, საბავშვო წიგნების დიდი არჩევანი დაგხვდებათ. საიტზე წარმოდგენილია როგორც ქართული, ისე უცხოური ლიტერატურა. მიეცით ბავშვს მაგალითი და თქვენც მოუსმინეთ აუდიოწიგნს. თანაც ამ დროს სხვა საქმითაც შეგიძლიათ დაკავდეთ.